მთელი საქართველოს მასშტაბით, 11 ივლისის ჩათვლით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც ”ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 12 ივლისამდე წვიმაა მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ინფორმაციით, წვიმასთან ერთად შესაძლოა აღმოსავლეთ საქართველოში გაძლიერდეს ქარი, ასევე მოსალოდნელია ზოგიერთ რეგიონში სეტყვაც.
უახლოესი 3 დღის განმავლობაში წვიმაა მოსალოდნელი თბილისშიც. სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა 23-დან 28 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.