ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, საარჩევნო სიის გამოქვეყნებას პარტია "ქართული ოცნება" უახლოეს დღეებში გეგმავს.
მისი თქმით, პარტიამ საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში კვლევა ჩაატარა, რისი გაანალიზების შემდეგაც მოხდება მაჟორიტარების სიის განსაზღვრა. "ვასრულებთ ანალიზს შიდა კვლევისა, რომელიც ეხებოდა საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქს. 2-3 დღეში დასრულდება ეს პროცესი, გაანალიზდება კვლევის შედეგები და მივიღებთ გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოს ფორმატში მაჟორიტარებთან დაკავშირებით. საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გაიხსნება უახლოეს დღეებში", - განაცხადა ბესელიამ "კვირას" პრესკლუბში.