პრემიერ-მინისტრს შევხვდი, თუმცა შეხვედრაზე ჩემი თანამდებობიდან წასვლის საკითხი არ განხილულა

პრემიერ-მინისტრს შევხვდი, თუმცა შეხვედრაზე ჩემი თანამდებობიდან წასვლის საკითხი არ განხილულა

კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა, არსებული ინფორმაციით, თანამდებობა უკვე დატოვა.

2030.news-ი ირაკლი შიოლაშვილს დაუკავშირდა. მან დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრთან კონსულტაცია ჰქონდა, თუმცა, მისი განცხადებით, ამ შეხვედრაზე თანამდებობიდან წასვლის საკითხი განხილული არ ყოფილა.

როგორც ირაკლი შიოლაშვილმა 2030.news-ს განუცხადა, გუბერნატორის თანამდებობაზე მუშაობას განაგრძობს და ახლაც სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა, რომ  კომენტარს ვერ გააკეთებს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც კახეთის გუბერნატორის პოსტზე მის შემცვლელად „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი განიხილება.