ეკა ბესელია ადასტურებს, რომ მას ფოთის მაჟორიტარობა შესთავაზეს

ეკა ბესელია ადასტურებს, რომ მას ფოთის მაჟორიტარობა შესთავაზეს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, მას ფოთის მაჟორიტარობა შესთავაზეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.

მისი თქმით, მმართველ გუნდში საბოლოო გადაწყვეტილება ამ კვირაში იქნება მიღებული, თუ რომელი კანდიდატი სად იქნება წარმოდგენილი.

"რაც შეეხება ჩემ შემოთავაზებას, იყო ასეთი შემოთავაზება, თუმცა ჩემი პოზიციაა, რომ საბოლოოდ, ჩამოვყალიბდები ამ კვირაში და მივიღებ გადაწყვეტილებას. საბოლოოდ შეჯერდება ამ კვირაში, ვინ სად გადანაწილდება და სად წარმოადგენს მმართველ პოლიტიკურ პარტიას. მე მაქვს ასეთი განწყობა, რომ სადაც ყველა ერთად ჩავთვლით საჭიროდ, მზად ვართ, წარმოვადგინოთ მმართველი გუნდი. მიუხედავად იმისა, სად იქნება განსაზღვრული ჩემი ლოკაციის ადგილი, მაქვს პოზიცია, რომელიც ერთნაირად უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებს, როგორც ფოთში, ასევე სენაკში, აჭარასა თუ დედაქალაქში", - განაცხადა ბესელიამ "კვირას" პრესკლუბში.