ალექსანდრე ჯეჯელავა - მე-12 კლასის გაუქმებას არ ვაპირებ

ალექსანდრე ჯეჯელავა - მე-12 კლასის გაუქმებას არ ვაპირებ

მე-12 კლასის გაუქმებას არ ვაპირებ, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის კომენტირებისას განაცხადა. 

ბოლო პერიოდში ზოგიერთი პედაგოგის მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ განათლების ახალი მინისტრი მე-12 კლასის გაუქმებას აპირებს. 

როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, მე-12 კლასი არ გაუქმდება, თუმცა შინაარსობრივად გარკვეული საკითხები შესაცვლელია. 

„გეტყვით როგორ არის უცხოეთში, ჩვენთან როგორ იქნება ჯერ არ ვიცი, მაგრამ გეტყვით მე რისი მომხრე ვარ. დაწყებითში ბავშვი სწავლობს თამაშ-თამაშით. შუალედში სწავლობს ნიშნებით და ამთავრებს სკოლას. თუ არ უნდა უმაღლესი, აქ დამთავრდა. თუ სწავლის გაგრძელებას აპირებს, შედის კოლეჯში და იქ არის „საშინელი სწავლა“. მე ვფიქრობ, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასები შეიძლება იყოს ბოლო ტრამპლინი უმაღლესისკენ, მაგრამ ამასაც საჯარო განხილვა უნდა. ტექნიკურად შექმნეს, მაგრამ რადგან რეპეტიტორი არის ტრამპლინი, რეპეტიტორი ეკონკურენტება მეთორმეტე კლასს და უგებს. ჩვენ თუ ხარისხს გავზრდით, ამის იმედიც მაქვს, რომ ამდენი რეპეტიტორი იქნებ არ დასჭირდეს“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 

მისივე თქმით, პროცესი გრძელვადიანია და წელს და მომავალ წელს ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლება.