თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ნატო-ს სამიტზე დასასწრებად ვარშავაში იმყოფება. როგორც თინა ხიდაშელმა აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ვარშავიდან მეტი თავდაცვისუნარიანობის საშუალებებით ჩამოვიდეს.
”ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ორი დღის განმავლობაში არის, ერთის მხრივ, რაც შეიძლება უფრო მეტად დავუახლოვოთ ჩვენი ქვეყანა ევროატლანტიკურ სივრცეს, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ის არის, რომ ვარშავიდან უფრო მეტი თავდაცვისუნარიანობის საშუალებებით ჩამოვიდეს საქართველო. უფრო მეტად დაცული, უფრო მეტი შესაძლებლობით, უფრო მეტი ინსტრუმენტით, რომელიც ქვეყანას ცაშიც და ზღვაზეც, ხმელეთზეც დაიცავს და მის შეიარაღებულ ძალებს განსაკუთრებით მისცემს შეკავების, გამძლეობისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლების უფრო მეტ შესაძლებლობას”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ვარშავაში ნატო-ს სამიტი დღეს გაიხსნება.