ვარშავის სამიტი ალიანსის სიძლიერეს და ერთიანობას წარმოადგენს. „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ახლა ჩვენი უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი დრო დადგა. მსოფლიო დღეს უფრო საშიშია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო, ალიანსი კი საფრთხეებზე და გამოწვევებზე სწრაფად რეაგირებს. თავდაცვიუნარიანობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად ახალ ნაბიჯებს გადავდგამთ, გავასამმაგებთ ძალების რაოდენობას აღმოსავლეთ ევროპაში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.