თბილისის მერის მოადგილე ნინო ხატისკაცი წითელი ჯვრის თბილისის ხანდაზმულთა სოციალური დღის ცენტრში იმყოფებოდა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მერია და წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებენ ერთობლივ პროგრამას, რომლის მიზანია აღნიშნული ცენტრის ბენეფიციართა ჯანმრთელობასა და სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა. მერიას პროგრამის წარმატებით განსახორციელებლად გამოყოფილი აქვს მის საკუთრებაში არსებული ფართი და ამავდროულად ფარავს ცენტრის კომუნალურ გადასახადებს.
ნინო ხატისკაცი ცენტრის ბენეფიციარებს შეხვდა, მოისმინა მათი მოსაზრებები ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, განიხილეს არსებული პრობლემები და დასახეს სამომავლო საქმიანობის გეგმა.