სამგორის რაიონში ჭირნახულისა  და მაისურაძის ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

სამგორის რაიონში ჭირნახულისა და მაისურაძის ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

სამგორის რაიონში, ჭირნახულისა და მაისურაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. გასუფთავდა ტერიტორია, მოიჭრა გამხმარი ხეები, შეიღება გარე განათების ბოძები. ასევე, გამოიცვალა ცენტრალური წყლის მილი და შეიცვალა დაზიანებული წყალსადენის ქსელი.

ჩატარებული საგზაო სამუშაობის შედეგად, მაისურაძის ქუჩაზე 17639 კვ.მ ასფალტის საფარი დაიგო, ჭირნახულის ქუჩაზე კი 14676 კვ.მ.

„სამგორის რაიონში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხოციელდა. რამდენიმე ქუჩაზე დასრულდა ასფალტის საფარის დაგება, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, იგეგმება სკვერების და მოედნების მოწყობაც. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გადავწყვიტოთ ის ძირითადი საჭიროებები,  რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს“, - განაცხადა სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა.