ევროპარლამენტარები ევროკავშირს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების ინიციატივით მიმართავენ

ევროპარლამენტარები ევროკავშირს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების ინიციატივით მიმართავენ

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები მიმართავენ ევროკავშირს, მოუხსნას საქართველოს, უკრაინასა და კოსოვოს სავიზო რეჟიმი.

დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირეს.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრ, ანდრეი მამიკინსკის განცხადებით, მათ მიერ გაცემული დაპირებები შესრულდება.

"რა თქმა უნდა, ჩვენი დაპირებები შესრულდება. დღევანდელი კენჭისყრა ნიშნავს, რომ საგარეო საქმეთა კომიტეტი მხარს უჭერს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტის მოსაზრებასა და მთავარ მოხსენებას საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით.

დიდი იმედი მაქვს, რომ კენჭისყრა ამ საკითხზე გაიმართება სექტემბერში დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე. მანამდე კი, მთავარ მოხსენებაზე კენჭისყრა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში ივლისში ან სექტემბერის დასაწყისში გაიმართება, მაგრამ ეს ტექნიკური საკითხებია. ჩანს, რომ მთავარი მოხსენების კენჭისყრა სექტემბრის პლენარულ სესიაზე გაიმართება",- აღნიშნა მამიკინსკიმ.