თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისთან დაძმობილებულ ქალაქ სტამბოლის მერს კადირ ტოფბაშს ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა. დავით ნარმანია ღრმა მწუხარებას გამოხატავს მომხდარის გამო, უსამძიმრებს თურქ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს.
სტამბოლში, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 28 ივნისს მომხდარი ტერაქტის შედეგად დაიღუპა 30-ზე მეტი და დაშავდა 150-მდე ადამიანი.