ანგელა მერკელს NATO-სა და რუსეთს შორის შესაძლო ომის თაობაზე აფრთხილებენ

ანგელა მერკელს NATO-სა და რუსეთს შორის შესაძლო ომის თაობაზე აფრთხილებენ

გერმანიის მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი რუსეთთან თანამშრომლობის საკითხებში გერნოტ ერლერი ქვეყნის კანცლერს აფრთხილებს, რომ NATO-სა და რუსეთს შორის ესკალაციას შესაძლოა, ომის დაწყება მოჰყვეს.

Deutsche Welle-ს ცნობით, აღნიშნული განცხადება ერლერმა გერმანულ გამოცემა Passauer Neuen Presse-თვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

"სამხედროების განთავსება და სამხედრო ოპერაციები სულ უფრო სახიფათო ხდება. ასე მომავალში ვერ გაგრძელდება. საჭიროა შემაცერებელი სიგნალის ჩართვა, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნება. მოვლენების სწორედ ასეთმა განვითარებამ შესაძლოა, არაკონტროლირებად სიტუაციამდე, ომამდეც კი მიგვიყვანოს", - აღნიშნა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ ის მხარს უჭერს ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოზიციას, რომელმაც NATO-რუსეთის ურთიერთობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არ ღირს სიტუაციის გამწვავება საომარი ყიჟინით და იარაღის ტრიალით.