თურქეთი გერმანულ დელეგაციას სამხედრო ავიაბაზა ინჯირლიკზე ჩასვლის უფლებას არ აძლევს. როგორც დასავლური მედია იტყობინება, გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დელეგატებთან ერთად ავიაბაზაზე ვიზიტს მომავალ თვეს გეგმავდა, თუმცა თურქეთის ხელისუფლებას თანხმობა ამ დრომდე არ მიუცია.
ინჯირლიკის ავიაბაზაზე ამჟამად 250-მდე გერმანელი სამხედრო იმყოფება.
საერთაშორისო კოალიცია ავიაბაზას დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციის დაბომბვისთვის იყენებს.
გერმანული გამოცემა Spiegel-ის ცნობით, ანკარას გადაწყვეტილება უკავშირდება ბუნდესტაგის 2 ივნისის რეზოლუციას, რომელიც სომეხთა მასობრივ მკვლელობას გენოციდად აფასებს.