აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ სასამართლოს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა

აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ სასამართლოს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ ე.წ.სამხედრო სასამართლოს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის, რაშიდ კანჯი-ოღლის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა.

არსებული ინფორმაციით, ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან დაითხოვეს.
კანჯი-ოღლის წინააღმდეგ გამოტანილია დადგენილება განზრახ მკვლელობის მუხლით.

დე ფაქტო სამხედრო პროკურატურის ცნობით, რაშიდ კანჯი-ოღლის საქმე შემდგომში გადაეცემა სასამართლოს.

რაშიდ კანჯი-ოღლი საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას განზრახ მკველობაშია ბრალდებული. ტრაგიკული შემთხვევა 19 მაისს, სოფელ ხურჩაში მოხდა.