პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობა კვლავ თამარ ქალდანმა დაიკავა. ქალდანის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
აღნიშნულ პოსტზე ასევე ნიკოლოზ ლეგაშვილის კანდიდატურას ეყარა კენჭი, რომელმაც მხოლოდ 44 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო.
ორივე კანდიდატურა პარლამენტს პრემიერ-მინისტრმა შესთავაზა.
თამარ ქალდანი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის პოსტზე საქმიანობას მომავალი 3 წლის განმავლობაში გააგრძელებს.
”თქვენს იმედზე ვართ, რომ უწყებები ჩვენს უფლებებს არ არღვევდნენ - აბა თქვენ იცით“, - ამ სიტყვებით მიულოცა არჩევა დავით უსუფაშვილმა თამარ ქალდანს.
მასალის გამოყენების პირობები