„სექტემბერში საშემოდგომო სესიის გახსნა მოგვიწევს და ალბათ, რამდენიმე დღე ვიმუშავებთ”, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პლენარულ სესიაზე განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, სექტემბერში პარლამენტი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას მიუბრუნდება.
„სექტემბერში საშემოდგომო სესიის გახსნა მოგვიწევს და ალბათ, რამდენიმე დღე ვიმუშავებთ. ალბათ, 8 ოქტომბრამდე ბოლო ერთი თვე პარლამენტის სხდომები აღარ შედგება, თუკი უკიდურესი მდგომარეობა არ იქნება. სექტემბერში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს დავუბრუნდებით და მნიშვნელოვან საკითხებს განვიხილავთ“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტი საგაზაფხულო სესიას 24 ივნისს დახურავს.