ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრებს პროკურატურის მიერ დასახელებული თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრებს პროკურატურის მიერ დასახელებული თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრებს პროკურატურის მიერ დასახელებული თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა, - მის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” კიწმარიშვილების ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ოჯახი ადვოკატებთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს.

”ამ ფაქტთან დაკავშირებით დღეს შევიტყვეთ პროკურატურის პოზიცია. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებების პერიოდში გამოძიებამ შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. ამ ინფორმაციას, რაც გასაჯაროვდა არ ეთანხმებიან არც ოჯახის წევრები და არც ოჯახის ადვოკატები”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” გაგი მოსიაშვილმა.

პროკურატურის ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა და შესაბამისად, საქმეზე გამოძიება შეწყდა.