ლარს ულრიხს ნოელ გალაჰერთან თანამშრომლობა სურს

ლარს ულრიხს ნოელ გალაჰერთან თანამშრომლობა სურს

გამოცემა “Rolling Stone”-ს ინფორმაციით, ჯგუფი “Metallica”-ს მედოლე ლარს ულრიხს ცნობილ ბრიტანელ მუსიკოს ნოელ გალაჰერთან თანამშრომლობა სურს.

გამოცემის ჟურნალისტთან საუბრისას ულრიხმა განაცხადა, რომ ნოელს უკვე დაუკავშირდა და იმედი აქვს რომ უახლოეს მომავალში ჯგუფში ”Noel Gallagher's High Flying Birds” მიიწვევენ.

“გასული წლის დასასრულს ქალაქ ლოს-ანჯელესში ნოელ გალაჰერის ჯგუფის კონცერტს დავესწარი. მისი დასრულების შემდეგ ბრიტანელ მუსიკოსთან რამდენიმე წუთის განმავლობაში ვისაუბრე. მას თანამშრომლობის იდეა შევთავაზე. ნოელმა დამარწმუნა რომ ამ პროექტზე სერიზულად იფიქრებს.

იმედი მაქვს რომ დიდი ბრიტანეთიდან სასურველ მოწვევას მივიღებ. ნოელ გალაჰერი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკოს-შემსრულებლად მიმაჩნია. იმედს არ ვკარგავ რომ ჯგუფში ძლიერი და გამოცდილი მედოლის ჩარიცხვას აუცილებლად მოისურვებს. ჩემი დახმარებით მისი ჯგუფი ახალ სიმაღლეებს მიაღწევს”. – განაცხადა ლარს ულრიხმა.