ეს სიმღერა მადონას ბოლო სტუდიურ ნამუშევარში “M.D.N.A.”არის განთავსებული. ამ დისკმა დღის სინათლე მიმდინარე წლის 23 მარტს იხილა. საინტერესოა, რომ გაყიდვაში გამოსვლიდან ერთ კვირაში ალბომი ბრიტანულ ჰიტ-აღლუმებში გალიდერდა.
წინა კვირას მადონას წარმომადგენლები ტარანტინოს დაუკავშირდნენ და ვიდეოკლიპის გადაღება შესთავაზეს. ცნობილი გახდა, რომ რეჟისორმა მოსაფიქრებლად დრო მოითხოვა.
კვენტინ ტარანტინო ივნისამდე დაკავებულია. მადონას მტკიცებით, მისგან დასტური უკვე მიიღო და ივლის-აგვისტოში კლიპის გადაღებას შეუდგებიან.