ქართველი ამომრჩეველი არ დაუშვებს, რომ ამ ბნელ ძალას დაუჭიროს მხარი, რომლის სათავეშიც კახა კალაძეა

ქართველი ამომრჩეველი არ დაუშვებს, რომ ამ ბნელ ძალას დაუჭიროს მხარი, რომლის სათავეშიც კახა კალაძეა

ქართველი ამომრჩეველი არ დაუშვებს, რომ ამ ბნელ ძალას დაუჭიროს მხარი, რომლის სათავეშიც კახა კალაძეა, - ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ნადირაშვილმა აღნიშნა, დღეს ყველამ იცის რას ნიშნავს "ქართული ოცნებისთვის" ხმის მიცემა, ეს ნიშნავს, ხმის მიცემას კობა ტყეშელაშვილისთვის, ნოშრევან წურწუმიასთვის, გიგა ტყემალაძისთვის, გეგეშიძისთვის, გიგაურისთვის.

”ქართველი ამომრჩეველი არ დაუშვებს, რომ ამ ბნელ ძალას დაუჭიროს მხარი, რომლის სათავეშიც კახა კალაძეა. ის ქირაობს დარბაზს და წვრთნის ამ ადამიანებს”, - განაცხადა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, ჯონი ბელქანია, ზვიად ჯგერენაია, დათო აბულაძე, მანუჩარ ქარდავა, თენგო ჭანია, ლექსო ლაშხია, დიმა ლაშხია, ნუკრი ლაშხია, ლელა ქებურია და სხვები - ეს არიან ის ადგილობრივები, ”რომლებიც კორცხელში კალაძის გამოგზავნილმა ბანდფორმირებამ სცემა. მათგან დიდი ნაწილი დღესაც საავადმყოფოში წევს”.

”ეს საშინელი სისხლის ღვრა ახალი დამთავრებული იყო, როდესაც უბანზე ერთი ქალბატონი მოვიდა და მან პირდაპირ თქვა, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო, მაგრამ ამ ფაქტის შემდეგ აღარ აპირებდა რომ ამ პოლიტიკური ძალისთვის მიეცა ხმა. მან ყველას დაანახა როგორ შემოხაზა ხუთიანი. ამ ქალის საქციელმა კორცხელში მოგების რწმენა განმიმტკიცა. ჩვენ მოვიგებთ 8 ოქტომბრის არჩევნებს. ეს იციან ჩემმა კოლეგებმა უმრავლესობაში და სწორედ ამითაა გამოწვეული მათი მძიმე ნერვული ფონი”, - განაცხადა ნადირაშვილმა.