ნატო-ს გაფართოების საპასუხოდ, ყველაფერს გავაკეთებთ საფრთხეების პარირებისთვის

ნატო-ს გაფართოების საპასუხოდ, ყველაფერს გავაკეთებთ საფრთხეების პარირებისთვის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსული მხარე ყველაფერს გააკეთებს იმ რისკებისა და საფრთხეების პარირებისთვის, რომელიც ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების წინაშე წარმოიშობა.

ლავროვის თქმით, რუსეთი ვერ შეძლებს მზარდი უარყოფითი ტენდენციების იგნორირებას, რომელიც ნატო-ს აღებული კურსის გამო იქმნება.

"ჩვენ არ შეგვიძლია იმ მზარდი უარყოფითი ტენდენციების იგნორირება, რომელიც ნატო-ს მიერ აღებულ კურსს მოჰყვა, მათ შორის ევროპაში სტრატეგიულ ძალთა ბალანსის განზრახ შერყევა, რუსეთის საზღვრებთან სამხედრო პოტენციალის გაძლიერებით და აშშ-ს გლობალური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ევროპული სეგმენტის შექმნა. ამგვარი ქმედებები დესტაბილიზაციის გამომწვევად შეიძლება შეფასდეს. ამ კონტექტსში, რუსული მხარე ყველაფერს გააკეთებს იმ რისკებისა და საფრთხეების პარირებისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების წინაშე წარმოიშობა", - განაცხადა ლავროვმა ნატო-ს ძალების გაფართოების საკითხის კომენტირებისას.