რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებს გრიგორი კარასინსა და დავით დონდუას შორის გამართული სატელეფონო საუბარი გალში, უახლოეს მომავალში დაგეგმილ შეხვედრას ეხებოდა.
აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც მხარეებმა გალში უახლოეს მომავალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის გამართვის საკითხი განიხილეს.
“გრიგორი კარასინი მიესალმება თბილისსა და სოხუმს შორის მიღწეულ შეთანხმებას. რუსულმა მხარემ დაადასტურა შეხვედრის წარმატებულად ჩატარების დაინტერესება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიის საკითხებზე ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის წინ”, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 14-15 ივნისს გაიმართება.