ქურთი ამბოხებულები სირიის არაბთა ოპოზიციურ ჯგუფებთან ერთად, "ისლამური სახელმწიფოს" დედაქალაქად წოდებულ ქალაქ რაქაში დაჯგუფების პოზიციებს უტევენ.
აღნიშნულ ინფორმაციას სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენლებზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters ავრცელებს.
საბრძოლო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს და ტერორისტები უკან იხევენ. ამბოხებულთა ცნობით, ამ ეტაპზე მათ მიზანს ქალაქის სრული აღება არ წარმოადგენს.
ქურთი ამბოხებულების ერთეულებმა, სირიის არაბთა ოპოზიციურ ჯგუფებთან ერთად, "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. დედაქალაქს შეუტიეს. შემდეგ მიზანს რაქას შემოგარენის დაკავება წარმოადგენს.