2012 წელს ეს პატივი შემდეგ პოპულარულ ჯგუფებს ერგო: “Red Hot Chili Peppers”, “Beastie Boys”, “The Blue Caps”, “The Comets”, “The Crickets”, “The Famous Flames”, “Guns N'Roses”, “The Midnighters” და “The Miracles”.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამ ღონისძიებაში ამერიკული ჯგუფი “Green Day”-ს წევრებიც მიიღებენ მონაწილეობას. ისინი დაჯილდოების ცერემონიალზე ჯგუფს “Guns N’Roses” წარადგენენ.
საინტერესოა რომ არაერთი მოლაპარაკების მიუხედავად, “Guns N'Roses”-ს ყოფილი გიტარისტი სლეში კლივლენდში დაგეგმილ ღონისძიებას არ დაესწრება. ამისი მიზეზი ის გახლავთ, რომ მუსიკოსი ჯგუფიდან დიდი ხნის წამოსულია და ყოფილ კოლეგებთან ცუდი ურთიერთობა გააჩნია.
დადგენილი წესის მიხედვით, დიდების დარბაზში გაწევრიანება ნებისმიერ მუსიკოსს მხოლოდ პირველი სტუდიური ალბომის ჩაწერიდან 25 წლის შემდეგ შეუძლია.
გასულ წელს კლივლენდის დიდების დარბაზის წევრები გახდნენ ელის კუპერი, ტომ უეტსი, ნილ დაიმონდი, დარლინ ლავი და Dr. John.