გასული წლის საუკეთესო მომღერლად დასახელებულმა ამ ქალბატონმა ისეთ პოპულარულ მუსიკოსებსა და ჯგუფებს გაუსწრო როგორებიც რიანა, ტეილორ სვიფტი, “The Black Keys”, დრეიკი, ჯეი უაიტი და აზელია ბრუქსი არიან.
ამ სიაში 30 ადამიანია წარმოდგენილი. მათი სრული ჩამონათვალი გამოცემის უახლოეს ნომერში გამოქვეყნდება.
ადელი (ნამდვილი სახელი ადელ ედკინსი) 1988 წელს, ლონდონის ენფილდის რაიონში დაიბადა.
სადებიუტო ალბომი “19” 2008 წლის 28 იანვარს გამოუშვა. ამ დღიდან მომღერალმა უსაზღვრო პოპულარობას მიაღწია. ის დასახელდა სოულის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად დიდ ბრიტანეთში. ინგლისელი მუსიკალური კრიტიკოსების აზრით, ადელი სახელოვანი ეტა ჯეიმსისა და დასტი სპრინგფილდის ტრადიციებს აგრძელებს.
დისკი “19” რამდენიმე კვირის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის მუსიკალური ალბომების ჰიტ-პარადებს უცვლელად ლიდერობდა, მოგვიანებით კი “გრემის” ორ ნომინაციაში გაიმარჯვა.
ადელის მეორე სტუდიური ჩანაწერი “21” გაყიდვაში გასულ წელს გამოვიდა და უკვე არაერთი პრესტიჟული პრიზის მოპოვება მოასწრო. ნამუშევარმა მრავალი ცნობილი მუსიკალური გამოცემის გამოკითხვებშიც იმარჯვა.
“გრემის” ნომინანტების54-ე დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე ადელის კომპოზიცია“Rolling In The Deep” გასული წლის საუკეთესო სიმღერად და ჩანაწერად დასახელდა.
.ამ კომპოზიციამ წლის საუკეთესო ვიდეოკლიპისათვის განკუთვნილი ჯილდოც მიიღო. ადელი დასახელდა წლის მომღერლად, მისი სტუდიური ნამუშევარი “21”კი წლის საუკეთესო ალბომად. ბრიტანელის სიმღერა“Someone Like You” გასული წლის საუკეთესო სოლო კომპოზიციად აღიარეს.