ანდრეა ბოჩელი მესამე შვილის მამა გახდა

ანდრეა ბოჩელი მესამე შვილის მამა გახდა

ცნობილი იტალიელი ტენორი ანდრეა ბოჩელი მესამე შვილის მამა გახდა.  ქალიშვილი ცნობილ ტენორს, საცოლისგან იტალიელი ბარიტონის ივანტო ბერტის ქალიშვილის ვერონიკასგან გაუჩნდა.მომღერალს პირველი ცოლისგან  ორი შვილი ჰყავს, 17 წლის ამოსი და 14 წლის მატეო. ახალდაბადებულ გოგონას მშობლებმა ვირჯინია დაარქვეს.  წყვილი 2002 წლიდან ერთადაა, თუმცა ოფიციალურ ქორწინებაზე  ჯერჯერობით არ საუბრობენ. ამჟამად დედაც და ბავშვიც თავს მშვენივრად გრძნობენ. პატარა ვირჯინიას მშობლებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ გოგონა საზოგადოებას პაპარაცებს მოარიდონ.