იენს სტოლტენბერგი მხარეებს მოუწოდებს, პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარების შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.
„მოვუწოდებ მხარეებს, პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, გამოიჩინონ თავშეკავება და ვითარების მორიგი ესკალაციის პრევენცია მოახდინონ. ნატო მხარს უჭერს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მცდელობებს. მხარეები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და იპოვონ გამოსავალი თანათავმჯდომარეების დახმარებით. კონფლიქტიდან სამხედრო გამოსავალი არ არსებობს“, - წერია ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებაში.
მთიანი ყარაბაღის შესახებ განცხადება გუშინ გაკეთდა ვაშინგტონშიც. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მარკ ტონერმა აღნიშნა, აშშ მიესალმება კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტას. მისივე თქმით, მხარეები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს და ე.წ .მინსკის პროცესი უნდა გაგრძელდეს.