საფრანგეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. საფრანგეთის დიპლომატიური უწყება მთიან ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირების განახლებას ეხმაურება და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის რომელ ნადალის განცხადებას "ინტერფაქსი" ავრცელებს.
მთიანი ყარაბახის კონფლიქტი უნდა დარეგულირდეს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ფარგლებში სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს მიღებული გადაწყვეტილებებით. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი რომელ ნადალი მიიჩნევს, რომ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი.
"საფრანგეთი შეშფოთებულია მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტის განახლებით და მწუხარებას გამოვთქვამთ მშვიდობიან მოსახლეობის დაღუპვის გამო" , - ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი რომელ ნადალი მიიჩნევს, რომ ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში დაურეგულირებელი კონფლიქტი ამ რეგიონში მხოლოდ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში უნდა გადაწყდეს და საფრანგეთი არ დაზოგავს ამ მიმართულებით ძალისხმევას.