აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყარაბაღის ზონაში დაპირისპირება არ წყდება. ამის შესახებ რუსული მედია წერს. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ გაანადგურა დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა და პერსონალი.
მსგავს ინფორმაციას აზერბაიჯანულ მხარეზე ავრცელებს სომხეთიც. კონფლიქტის ზონაში ვითარება შაბათს ღამით დაიძაბა. მხარეები დაპირისპირების განახლებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თავდასხმა აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს.