"მარშრუტკით" მგზავრობა შეიძლება 1 ლარამდე გააძვირონ

როგორც "რეზონანსს" "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საკრებულოს წევრმა ჯაბა სამუშიამ განუცხადა, მას სანდო წყარომ აცნობა, რომ მგზავრობის გაძვირება მას შემდეგ მოხდება, რაც ყველა ხაზზე ახალი სამარშრუტო ტაქსი იქნება შემოყვანილი.

სამუშიას განცხადებას თბილისის მიკროავტობუსის დირექტორი გიგლა ჯაბიშვილი გამოეხმაურა და განცხადა, რომ სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის გაძვირება არ იგეგმება.

ჯაბიშვილის განცხადებით, საწვავის ფასის ზრდის მიუხედავად, უახლოეს მომავალში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ტარიფის ცვლილება არ იგეგმება.

თუმცა, სამუშია აცხადებს, რომ "მიკროავტოს" ხელმძღვანელობა იმავეს აცხადებდა გასული წლის ზაფხულშიც, როცა მგზავრობა 50-დან 80 თეთრამდე გააძვირეს. ამიტომ, სამუშიას ჯაბიშვილის განცხადების არ სჯერა და რეაგირებისთვის თბილისის მერიას მიმართავს.

გუშინ სამუშია მგზავრებსაც გაესაუბრა და ფასის მოსალოდნელი ზრდის შესახებ მათ დამოკიდებულებას გაეცნო. აცხადებს, რომ არსებული საფასური მოსახლეობას ისედაც მძიმე ტვირთად აწევს, მისი კიდევ უფრო მომატების შემთხვევაში კი მიკროავტობუსით მგზავრობა ბევრისთვის საერთოდ შეუძლებელი გახდება.

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" თბილისის მერიას მოუწოდებს, დაიწყოს მოლაპარაკებები კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" ხელმძღვანელობასთან და ფასის თვითნებური ზრდა არ დაუშვას.

თბილისის მერიაში "რეზონანსს" განუცხადეს, რომ "მიკროავტო" მგზავრობის საფასურის გაზრდას არ აპირებს. თუმცა, მეორეს მხრივ ამბობენ, რომ "მიკროავტო" კერძო კომპანიაა და მერია მათ გადაწყვეტილებებში ვერ ჩაერევა.

 "ასეთი რამ არ განიხილება, რომ ფასის მატება მოხდეს სამარშრუტო ტაქსებზე. "მიკროავტო" კერძო კომპანიაა და ჩვენ მათ გადაწყვეტილებებში ვერ ჩავერევით, მაგარამ ისინი ამბობენ, რომ არ აპირებენ ფასის მატებას და ჩვენც ამ ინფორამციას ვადასტურებთ. თუ კიდევ დამატებითი კითხვები გაქვთ დაუკავშირდით "მიკროავტოს", - განუცხადეს "რეზონანსს" თბილისის მერიის პრესამსახურში.

შეგახსენებთ, რომ მერიამ თბილისის მიკროვატობუსს ახალი სამარშრუტო ტაქსების შემოყვანის ვადა 2-ჯერ გადაუწია. ტენდერში გამარჯვების შემდეგ დადებული ხელშეკრულების მიხედვით, "მიკროავტოს" 2012 წლის 15 იანვრამდე უნდა შემოაყვანა 2600 ახალი სამარშრუტრო ტაქსი. თუმცა ეს ვალდებულება ვერ შეასრულა.

 ამის შემდეგ თბილისის მერიამ აღნიშნულ კომპანიას 2 თვით გაუხანგრძლივა ვადა ავტომობილების შემოსაყვანად და 15 მარტამდე მოსთხოვა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. თუმცა "მიკროავტომ" ვერც 15 მარტისთვის მოახერხა ვალდებულების შესრულება და მერიამ კიდევ ერთხელ, ვადა 15 აპრილამდე გადაუწია.

 ჯაბა სამუშია ამბობს, რომ მისი ინფორამციით, "მიკროავტო" ვერც 15 აპრილისთვის მოახერხებს ყველა ხაზზე ახალი სამარშრუტო ტაქსის შემოყავანას და "მერია კვლავ ხელს დააფარებს მათ".

 იმ შემთხვევაში, თუ "მიკროავტო" ვერც აპრილის შუა რიცხვებისთვის შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, ამაზე მერიის პრესსამსხურმა ასეთ კომენტარი მოგვცა: "აპრილის შუა რიცხვებისთვის არა, აპრილის ბოლოს ეწურება "მიკროავტოს" ვადა, რომ ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს და თუ ამ ვალდებულებას ვერ შეასრულებს, მაშინ გაუქმდება ის ხელშკერულება, რომელიც გაფორმებულია მერიას და ამ კომპანოას შორის და კონკურსი გამოცხადდება ახლიდან".

იგივეს აცხადებს "მიკროავტოს" პრესამსახურიც: "კომპანია აპრილის შუა რიცხვებისთვის შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და თუ ეს არ მოხდება, მერე შეიძლება ამ თემაზე საუბარი. ყველა შემთხვევაში შესრულდება ვალდებულება", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას "მიკროავტოს" პრესასმხურის წარმომადგენელი თეონა ნიორაძე.

 

ჯაბა სამუშია: "ჩვენ არა მხოლოდ იმაზე ვსაუბრობთ, რომ გაძვირება იგეგმება, არამედ იმაზეც, რომ უკვე გაძვირებული მგზავრობის საფასური არის თემა, რომელიც თბილისელებისთვის ნომერ პირველი პრობლემაა.

"თუ "ენ-დი-აის" ბოლო კვლევებს ნახავენ და მოვუწოდებ "მიკროავტოს" ხელმძღავნელობას, რომ ნახონ ეს კვლევები, იქ ნათლად წერია, რომ თბილისის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა გაძვირებული ტრანსპორტია.

"გარდა ამის, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება ფასების ზრდა. ეს ინფორმაცია სანდო რომ არ იყოს, სხვა შემთხვევაში ამაზე არც ვისაუბრებდით. თავად სამარშრუტო ტაქსის მძღოლებიც ამბობენ, რომ მათ აფრთხილებენ, რომ მალე მოუწევთ ფასის გაზრდა და მზად იყვნენ ამისთვის.

 "რეზონანსი": "მიკროავტოს" ხელმღვანელობამ თქვენი განცხადების მერე გააკეთა კომენტარი, რომ არ აპირებენ ფასების გაზრდას...

 ჯ.ს.: ძალიან კარგი თუ ამას ამბობენ და არ გააძვირებენ, მაგრამ გასული წლის ზაფხულშიც იგივეს ამტკიცებდნენ და შემდეგ სულ რაღაც 2 კვირაში გააძვირეს მგზავრობა 50-დან 80 თეთრამდე.

 "რ": თქვენ მუდმივად ამბობთ, რომ "მიკროავტო" კერძო კომპანია არ არის და რომ მის უკან მერია დგას. თუ გავითვალისწინებთ, რომ წინ არჩვენებია - მოსალოდნელია გადადგან არაპოპულარული ნაბიჯი და გააძვირონ მგზავრობა?

  ჯ.ს: გეთანხმებით, რომ წინასაარჩვენოდ ეს არაპოპულარული გადაწყვეტილება იქნება და ეს არ აწყობთ. ყველამ იცის, რომ ეს კომპანია რეალურად მერიისაა, რაც არ უნდა ამტკიცონ ერთმაც და მეორემაც, რომ ერთმანეთთან კავშირში არ არიან. თუმცა არაპოპულარულ ნაბიჯთან ერთად არის მეორე საკითხი, თავად კომპანია საჭიროებს თანხებს, რომ ეს მარშუტკებიც იყიდოს.

 "რ": ანუ არაპოპულარულ ნაბიჯის გადადგმა ფინანსების ნაკლებობით არის გამოწევული?

 ჯ.ს.: რამდენ ხანს შეინახავს კიდევ მერია ამ კომპანიას? 3 თვე უკვე აჩუქა. ჯერ კიდევ იანვარში უნდა შემოეყვანათ ახალი სამარშრუტო ტაქსები, ახლა აპრილია და ეს პროცესი დასრულებული არ არის, იმიტომ რომ მერია უწევს ანგარიშს თავის კომპანიას.

ამ კომპანიამ 100 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განახორციელოს სამარშრუტო ტაქსების სფეროში, მაშინ როცა 100-ლარიანი საწესდებო კაპიტალით დაიწყო ბიზნესი.

მარშრუტკების ყიდვისთვის ხომ უნდათ ფული. ფაქტია ვერ ვერ ასრულებენ გეგმას, შესაბამისად არჩვენებისთვის სჭირდებათ ფული, ამიტომ მოუწევთ გააძვირონ მგზავრობა, რომ შეარულონ მოვალეობაც და არჩევნებისთვის ფულიც დარჩეთ.

 "რ": როგორ ფიქრობთ, აპრილის შუა რიცხვებისთვის მოახერხებს ეს კომპანია ნაკისრი ვალდებულების შერულებას?

.ს.: უკვე 6 აპრილია და ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ძველი სამარშრუტო ტაქსი დადის ქალაქში და არ მგონია 15 აპრილამდე ეს მოაგვარონ. ხოლო თუ ამის მერეც მერია კიდევ არ მოახდენს რეაგირებას, ეს კიდევ ერთხელ იქნება იმის დასტური, რომ ეს კომპანია რეალურად მერიის დანაყოფია.

 ფაქტია, რომ მოსახლეებას გაძვირეული მგზავრობა სერიოზულ ტვირთად დააწვა, ისიც ფატია, რომ მძღოლებს იმდენი გადასახადი დაუწესეს ყოველდღიურად, რომ გადახდას ვერ აუდიან. შესაბამისად, ვინ დარჩა მოგებული? მერია და აღნიშნული კომპანია, რადგან ჰაერის გაყიდვაში ფულს იღებენ, ვადებს არღვევენ, მოვალეობებს არ ასრულებენ და არავინ სთხოვთ პასუხს.