მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას სატელეფონო საუბარი

მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას სატელეფონო საუბარი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმირებული წყაროს თანახმად, 4 აპრილს, 22:46 სთ-ზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის გაიმართა კონფიდენციალური სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც განხილულ იქნა ამა წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში.

კერძოდ, პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ორმხრივი გრძელვადიანი ურთიერთობების და საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი უკავია საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ისეთ გარემოში, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე, საჭიროა ღია, კონკურენტული და სამართლიანი საარჩევნო გარემო შეიქმნას პოლიტიკური პროცესში ყველა მსურველი მხარის მონაწილეობისთვის.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაარწმუნა ობამა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ხელს შეუწყობს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, სადაც ყველა დაინტერესებულ მხარეს თანაბრად პირობებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება, მათ შორის, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ქვეყნის კონსტიტუციაში შესწორებების შეტანით.