საქართველო მილიარდერისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარს ამბობს

საქართველო მილიარდერისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარს ამბობს

ოთხშაბათს, საქართველომ უარი თქვა მაგნატის თხოვნაზე, ამ უკანასკნელისთვის ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, რომელიც მას შემდეგ ჩამოერთვა, რაც განაცხადა, რომ მთავარ ახალ ოპოზიციურ პარტიას აყალიბებს.

საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა კაცმა, საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა მისთვის ქართული პასპორტის დაბრუნება ნატურალიზაციის გზით მოითხოვა, მაგრამ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ მას მხოლოდ ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნა შეუძლია.

„უცხო ქვეყნის მოქალაქე ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობას ვერ მიიღებს“, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

„ბ-ნ ივანიშვილს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, შეუძლია საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ორმაგი მოქალაქეობის გზით შეეცადოს“, ვკითხულობთ განცხადებაში.

მილიარდერმა 2011 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველ გუნდთან ბრძოლისთვის ოპოზიციური პარტიის შექმნას გეგმავს.

მისი პასპორტი ოფიციალურად გაუქმდა მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ის საფრანგეთის მოქალაქეც იყო.

გასულ თვეში, ივანიშვილის კუთვნილი ბანკი დაახლოებით 500 000 დოლარით (380, 000 ევრო) დააჯარიმეს, მილიარდერის წინასაარჩევნო კამპანიის ჯგუფის სავარაუდოდ უკანონო დაფინანსების გამო.

სააკაშვილის მოკავშირეები ბიზნესმენს, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში დააგროვა იმაში ადანაშაულებენ, რომ ის მოსკოვში, რომელსაც 2008 წელს თბილისთან ხანმოკლე ომი ჰქონდა, საქართველოს მტრების მარიონეტია.

მილიარდერი ამას უარყოფს და ამბობს, რომ ხელისუფლების სამიზნეს პოლიტიკური გამოწვევის გამო წარმოადგენს.
foreignpress.ge