თბილისის მერის მოადგილის, გიორგი სოლომონიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დედაქალაქის მერიაში არ ადასტურებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მერიაში განუცხადეს, სოლომონია თანამდებობაზე რჩება. თბილისის მერის, დავით ნარმანიას ერთ-ერთი მოადგილის, გიორგი სოლომონიას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია "პირველმა რადიომ" გაავრცელა. მათი ცნობით, გადაწყვეტილება გუშინ, გვიან ღამით მიიღეს. სოლომონიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინაც ვრცელდებოდა.