ერაყის დედაქალაქ ბაღდადში სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა.
"ბიბისის" ცნობით, თავდაპირველად უცნობმა პირებმა სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა გაააქტიურეს, შემდეგ ცეცხლი გახსნეს და რამდენიმე მძევალი აიყვანეს. სამართალდამცველებმა სავაჭრო შენობის შტურმი სცადეს, თუმცა, თავდამსხმელებმა კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გაააქტიურეს, რასაც რამდენიმე მძევლის სიცოცხლე შეეწირა. მოგვიანებით, ორმხრივი სროლის შედეგად, ორი თავდამსხმელი დაიღუპა. ოთხი კი დააკავეს. ერაყის მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება.