საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, ბერ ნიკოლოზს თითქმის 20 წელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება.

ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. "საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, განსაკუთრებით კი სამკურნალო დაწესებულებებში ეკლესიის სახელით ვრცელდება ბერი ნიკოლოზის (მაქარაშვილი) ფოტოები ასეთი ტექსტებით: "მხსნელი", "გადამრჩენელი" და ა.შ. გვინდა განვმარტოთ, რომ ბერ ნიკოლოზს თითქმის 20 წელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული მიზეზების გამო შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.