უახლოეს მომავალში საკადრო ცვლილებებს არ ველოდებით

უახლოეს მომავალში საკადრო ცვლილებებს არ ველოდებით

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა, განათლების, კულტურის და ფინანსთა მინისტრები თანამდებობებს დატოვებენ.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, მსგავსი ცვლილებები არ იგეგმება.

”რა ინფორმაციასაც მე ვფლობ, ამ ინფორმაციის მიხედვით მსგავსი ცვლილებები არ იგეგმება. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს მომავალში ამას არ ველოდებით", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.