მანანა კობახიძე ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებებს არ ელოდება

მანანა კობახიძე ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებებს არ ელოდება

პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერის, მანანა კობახიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რაიმე სამთავრობო ცვლილებეზე საუბარი არ არის.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

კობახიძის თქმით, თუკი მინისტრთა კაბინეტის მუშაობის პროცესში საკადრო ცვლილებების აუცილებლობის საკითხი დადგება, "ბუნებრივია, მთავრობა უნდა იყოს მოქნილი და პრემიერმა ის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რაც ქვეყნისთვის იქნება უკეთესი".