ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, "გაზპრომთან" დაკავშირებით, ე.წ. ექსპერტები არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ.
კახა კალაძე მზადაა აღნიშნულ ექსპერტებს შეხვდეს და მათ შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს.
„თუ ვინმეს მართლა აქვს სურვილი სერიოზულად გაერკვეს დეტალებში, ენერგეტიკის სამინისტრო, პირადად მე, მზად ვარ შევხვდე და რეალურად მივაწოდო ყველა ინფომაცია. ვთხოვ თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან. მათი მხირდან სახელდება არასწორი ციფრები, რომელიც არის ძალიან დიდი სიცრუე. ის ტრაგედია, რომელსაც ხატავენ ე.წ. ექსპერტები არის მარაზმი და არასწორი“, - განაცხადა კალაძემ.