სამთავრობო ცვლილებებზე ამ ეტაპზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს

სამთავრობო ცვლილებებზე ამ ეტაპზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არანაირი კონსულტაციები არ მიმდინარეობს. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, არც ერთ დარგში ისეთი მდგომარეობა არ არის, რომ მინისტრების შეცვლის აუცილებლობას ითხოვდეს.

"საფუძველი იმისა, რომ მინისტრები შეიცვალონ, დარგებს არ ეტყობა. დარგებში არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ მინისტრების შეცვლის აუცილებლობას ითხოვდეს. საჭიროა სტაბილურობა. მინისტრები მუშაობენ დასახული ამოცანების მიხედვით და თავად გიორგი კვირიკაშვილი გადაწყვეტს, თუკი მთავრობაში ცვლილებების აუცილებლობა დადგება", - განუცხადა გია ვოლსკიმ.