საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ნატო-ს შეეძლო, გაფართოებაზე უარი ეთქვა, თუმცა ალიანსმა "მეფობა" მოისურვა, რამაც ევროპაში კრიზისი გაამწვავა, - ასეთი მოსაზრება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გერმანულ გამოცემა "ბილდთან" საუბარში გამოთქვა.
პუტინის თქმით, მესამე ძალები რუსეთთან ბრძოლაში საერთაშორისო ტერორიზმს იყენებდნენ, "ანტისახელმწიფოებრივ" ძალებს კი, პოლიტიკურ, ფინანსურ და შეიარაღებულ მხარდაჭერას უწევდნენ. გამოცემა "ბილდთან" საუბარში რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს შეცდომა უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთს ყირიმის ოკუპაცია არ მოუხდენია. მისი მოსაზრებით, დასავლეთის სანქციები რუსეთის "შესაძლებლობების შეკავებისკენაა" მიმართული.