აშშ-ის სამხედრო კონტიგენტის ჯარისკაცები და კორეის რესპუბლიკის შენაერთები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი - ამის შესახებ განცხადება კორეის რესპუბლიკის შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელმა გააკეთა.
გენერალი ლი სუნ ჩჟინი, კორეაში ამერიკელი სახმედროების მეთაურთან, ჯკერტის სკაპაროტისთან ერთად, ქალაქ ოსანში ამერიკულ ავიაბაზას ესტუმრა.
"ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული გამოცდის ჩატარების შემდეგ, მისმა მებრძოლებმა შესაძლოა მოულოდნელი პროვოკაციები მოაწყონ. აქედან გამომდინარე, სამხედროები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იყვნენ, რათა წინ აღვუდგეთ ჩრდილოეთიდან მომდინარე ნებისმიერ პროვოკაციას და შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა კორეის ნახევარკუძნულზე", - განაცხადა ლი სუნ ჩჟინმა.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ 6 იანვარს წყალბადის ბომბი წარმატებით გამოსცადა. ეს ბირთვული იარაღის უკვე მეოთხე გამოცდაა 2005 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ თავი ბირთვულ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ამის საპასუხოდ გაერო-ს უშიშროების საბჭომ ფხენიანის მისამართით სხვადასხვა სახის სანქციები შემოიღო.