პარიზში მოკლული თავდამსხმელი თავს ქართველად ასაღებდა. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს. ინციდენტი გასულ ხუთშაბათს მოხდა, როდესაც დანით შეიარაღებული "ისლამური სახელმწიფოს" წევრი პარიზში მდებარე პოლიციის ერთ-ერთ შენობას დაესხა თავს, რა დროსაც ისლამურ ლოზუნგებს სკანდირებდა.
სამართალდამცველებმა ის ადგილზე მოკლეს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდამსხმელი ტუნისელი ტარეკ ბელგასემი, საფრანგეთში გამგზავრებამდე გერმანიაში, თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში ცხოვრობდა.
მან გერმანიის ხელისუფლებას, თავშესაფრის მიღების თხოვნით რამდენიმეჯერ, სხვადასხვა სახელ-გვარით მიმართა. მათ შორის ერთ-ერთი განაცხადის შეტანის დროს მიუთითა, რომ საქართველოში იყო დაბადებული.