თურქეთის ცენტრალურ ნაწილში 5-ბალიანი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია თურქეთის სტიქიური უბედურებებისა და საგანგებო სიტუაციათა მართვის სამმართველოზე დაყრდნობით იტყობინება.
სტიქიის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მიწისძვრის ეპიცენტრი პროვინცია კირშეჰირში, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები ანკარაშიც იგრძნობოდა.