სირიაში რუსულ ავიადარტყმებს 17 მშვიდობიანი ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში რუსულ ავიადარტყმებს 17 მშვიდობიანი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის საჰაერო ძალების შეტევის შედეგად, სირიის ქალაქ ალეპოში 17 ადამიანი დაიღუპა და 35 დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო "ანადოლუ" ალეპოს სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, ყველა მათგანი მშვიდობიანი მოაქალაქეა. მოკლულთა შორის არიან ქალები და ბავშვები.

სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფებმა ავიადარტყმების რაიონში სამძებრო სამაშველო სამუშაოები ჩაატარეს, რის შედეგადაც დაჭრილები ქალაქის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. აღნიშნული ავიადარტყმების შედეგად, ალეპოს ამირიის კვარტალში დაინგრა მეჩეთი და უამრავი საცხოვრებელი სახლი.