გუდაურში სრიალის დროს მოზარდი გოგონა დაიღუპა, 18 წლის ბიჭი კი დაშავდა

გუდაურში სრიალის დროს მოზარდი გოგონა დაიღუპა, 18 წლის ბიჭი კი დაშავდა

უბედური შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, პირველ სასრიალო სპორტულ ტრასაზე მოხდა.

როგორც "პირWელს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, უბედური შემთხვევა სპორტულ ტრასაზე მოხდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, 18 წლის ბიჭმა თხილამურები ვერ დაიმორჩილა და ბავშვს დაეჯახა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ბიჭი კი დაშავდა და ამ დროისთვის მკურნალობას გუდაურის ამბულატორიულ საავადმყოფოში გადის.