ერაყში დაჯგუფება

ერაყში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მეორე პირი მოკლეს

ერაყში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მეორე პირი მოკლეს ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი ალი ნასერ ალ-ობეიდი ერაყის ქალაქ ბარვანაზე განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად მოკლეს. ამის შესახებ ტელეკომპანია "სი-ენ-ენ"-ს ერაყელმა სამხედროებმა განუცხადეს.

ობეიდი ჩრდილოეთ ერაყსა და აღმოსავლეთ სირიის სამხედრო მეთაური იყო. მანამდე ის სადამ ჰუსეინის რესპუბლიკური არმიის სპეციალურ ძალებს ხელმძღვანელობდა.

ტელეკომპანიის ცნობით, ის დაჯგუფებაში აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის შემდეგ მეორე პირი იყო, რომელიც საკუთარ თავს ხალიფას უწოდებდა.