ბიძინა ივანიშვილის ინვესტიციებს ვაშინგტონში სარგებელი უკვე მოაქვთ

ბიძინა ივანიშვილის ინვესტიციებს ვაშინგტონში სარგებელი უკვე მოაქვთ

ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ბიძინა ივანიშვილი, ლობისტებს ვაშინგტონში ყოველთვიურად ათასობით დოლარს უხდის და როგორც ჩანს, მის ინვესტიციებს სარგებელი უკვე მოაქვთ.

ორშაბათს,  კონგრესმენმა ვაშინგტონის შტატიდან, დემოკრატმა ჯიმ მაკდერმოტმა აშშ-ს კონგრესში„საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიის შესახებ 2012 წლის აქტი“ წარადგინა.

კონგრესი ამ დოკუმენტს თუ მიიღებს,  შეერთებულ შტატებს მოუწევს შეწყვტიყოს ყველა  სახის საგრანტო დახმარება საქართველოსთვის, თუკი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი არ დაადასტურებს, რომ საქართველოში წელს ოქტომბერში დანიშნული საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა.

ეს სვლა შესაბამება ვაშინგტონის ოფიციალური პირების ბოლოდროინდელ რიტორიკას, რომლის დახმარებითაც ისინი ცდილობენ საქართველოს ხელისუფლებამდე მიიტანონ (შეაგნებინონ მათ Pg.tv) რამდენად ყურადღებით გაადევნებს თვალს ვაშინგტონი ამ არჩევნების მიმდინარეობას.

თუმცა, სასჯელი ცოტა მკაცრი ჩანს: მაშინ, როდესაც, მაგალითად, ბაჰრეინში - ამერიკული სამხედრო დახმარების მეორე მნიშვნელოვან მიმღებ ქვეყანაში - იმართებოდა თავისუფალი არჩევნები?

ჯიმ მაკდერმოტის წარდგენილ კანონპროექტში ყველაზე საოცარი არის ის, რამდენად ფოკუსურებულია ის ივანიშვილზე. 9 გვერდიან დოკუმენტში მილიარდერის გვარი სულ მცირე 13-ჯერ მოიხსენიება და სიტვა არ არის სხვა პოლიტიკოსებზე, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, იმ ნაწილში, სადაც საუბარია „მის მზარდ დიქტატორულ კონტროლზე საქართველოს მტავრობაზე“ და რამდენჯერმე ნახსენებია ასევე ფრაზა „სააკაშვილის რეჟიმი“.

კანონპროექტში მოხსენიებულია ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის, ფინანსურ შევიწროვების და მისი მხარდამჭერის, ციხეში საეჭვო სიკვდილის შესახებ.

რაც გასაკვირია, ასევე ის, რომ კანონპროექტის ტექსტი ბლოგ The Bug Pit-ს მიაწოდა ფირმამ, რომელიც ივანშვილის პიარკამპანიაზე მუშაობს.

კანონპროექტი კონგრესში მხოლოდ ორშაბათს შეიტანეს და ის ქსელში ჯარ არ გავრცელებულა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ივანიშვილს  ვაშინგტონში საქმე აქვს გაცილებით ძლიერ, საქართველოს ხელისუფლების  ვაშინგტონის ლობისტურ მანქანასთან.

სულ რარაც ორი თვის უკან კონგერსმა გამოიტანა რეზოლუცია, სადაც საქართველოს ხელისულება შეაქეს იმისთვის, რომ „მთლიანობაში გამოავლინა ერთგულება დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმებისადმი“. ამას გარდა, კონგრესში შესულია ორი კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მოითხოვს, რაც სააკაშილის მთავარი მიზანია.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ ჩატარდება და ჩანს, წინასაარჩევნო კამპანია და აგიტაცია კაპიტოლიუმშიც გაიმართება.