ლევან ბერძენიშვილი: როგორც ჩანს, ახლა, ბობოხიძე პარლამენტარებიდან დიპლომატების ცემა-ტყეპაზე გადავა

ლევან ბერძენიშვილი: როგორც ჩანს, ახლა, ბობოხიძე პარლამენტარებიდან დიპლომატების ცემა-ტყეპაზე გადავა

ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოს ხელისუფლება დასავლეთისადმი ღია გულისწყრომას გამოთქვამს, პრეზიდენტმა საელჩოები გააკრიტიკა და ცოტა ხნის წინ "Washington Post"-ი  „პრავდას“ შეადარა. „ნაცმოძრაობის“ გუნდის წევრმა შოთა მალაშხიამ კი ვაშინგტონი - კრემლს. არც ქვედა დონის ნაციონალები უფრთხიან დასავლეთის აუგად მოხსენიებას და ამით ზემდგომთა სიამოვნებას. 

მოკლედ კვანძი რესპუბლიკელებმა გახსნეს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოში ახალი ელჩის დანიშნვასთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენის ერთ-ერთი ჩანაწერი გამოაქვეყნეს, სადაც სენატორი კარდინი აცხადებს, რომ ის პრეზიდენტ სააკაშვილს ესაუბრა იმის თაობაზე, თუ რას აკეთებს იგი სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. კომიტეტში საქართველოში აშშ-ს მომავალი ელჩის წარდგენა მოხდა, რომელიც საქართველოში მოღვაწეობის გეგმაზე საუბრობს. ამ თემასთან დაკავშირებით presage.tv რესპუბლიკელების ერთ-ერთ ლიდერს ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა.

როდესაც აშშ- სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოშიოპოზიციის უფლებების შეზღუდვაზე ლაპარაკობსეს საკმაოდმნიშვნელოვანიამაგრამ რამდენად საკმარისია იმისათვისრომ სააკაშვილმაშეცვალოს თავისი მოქმედების ტაქტიკა?

- მოგეხსენებათ, ეს საუბარი შედგა ახალი ელჩის დამტკიცებასთან დაკავშირებით და ნახსენები იყო ოპოზიციის შეზღუდვა, სიტყვა-სიტყვით, თავდასხმა ოპოზიციაზე, ოპოზიციის ლიდერებზე. ნახსენებია კონტროლის პალატა და ყველაფერი, რაც აქ ხდება, რაც იმისი ნიშანია, რომ დასავლეთი და ყველაზე დიდი ქვეყანა, აშშ საქმის კურსშია თავიდან ბოლომდე, რაც აქ ხდება.

ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სააკაშვილს არ ადარდებს არც ჩემი არც თქვენი საიტის არც გაზეთების და ტელევიზიების აზრი, მაგრამ მას სურს თუ არა, უნდა აღელვებდეს ჩვენი დიდი პარტნიორის, აშშ-ს აზრი. ამიტომ, ამას ძალზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.

ხელისუფლების საკითხი, რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია, მაგრამ როდესაც არის ასეთი ტიპის საგარეო დახმარება, ეს ყოველთვის წაადგება საქმეს.

საინტერესოა სენატორ კარდინის კითხვა მომავალი ელჩისნორლანდისადმი,როდესაც ეკითხებათუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებსიმისათვისრომსაქართველომ თავისუფალი არჩევნებისკენ წინსვლა განაგრძოსამ კითხვაშიკიდევ ერთხელ არის დაფიქსირებული აშშ- პოზიციათქვენი შეფასებით,რისი გაკეთება შეძლო საამისოდ აშშ- ახლანდელმა ელჩმაან რა ვერ შეძლოდა რას უნდა ელოდოს ჩვენი ქვეყანა ახალი ელჩისგან?

- რაც შეეძლო და რაც დიპლომატს შეუძლია, ჯონ ბასმა ყველაფერი გააკეთა. მას ჰქონდა ძალიან სწრაფი და სწორი რეაქცია იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც პარტიების დაფინანსებას ეხება. მას ჰქონდა ძალიან სწორი და საფუძვლიანი შეფასება იმ ქმედებების მთელი წყებისადმი, რასაც კონტროლის პალატა სჩადიოდა და როგორც ახლა დავრწმუნდით, მას ძალიან სწორი ინფორმაცია მიუწვდია თავისი ქვეყნისათვის, ასე რომ, ჩვენ მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის.

ასეთი შემთხვევა ჩვენს საქმეებში კეთილი მონაწილეობისა, გვქონდა მხოლოდ ერთხელ, შევარდნაძის მმართველობის ბოლოს, ამას შემდეგ რაც მოჰყვა, ყველას კარგად ახსოვს. როგორც ჩანს, საქართველოს მიმართ კვლავ მზადდება ასეთი დახმარება, ამიტომაც გაღიზიანებულია საქართველოს ხელისუფლება. იცით რა განცხადებებიც აკეთა ბატონმა სააკაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, შემდეგ ეს განცხადებები ჩამოვიდა ბობოხიძის დონეზე, რომელიც, ძირითადად, იმითაა ცნობილი, რომ ვინც არ მოსწონს იმას სცემს და, როგორც ჩანს, ახლა ბობოხიძე პარლამენტარებიდან დიპლომატების ცემა-ტყეპაზე გადავა.

ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა ძლიერდება და მას მოუწევს ამისთვის ყურის დაგდება.

თქვენც ახსენეთ, რომ ანალოგიური სურათი იყო 2002 წელსროდესაცსაერთაშორისო თანამეგობრობა საკმაოდ გამკაცრდა შევარდნაძისხელისუფლების მიმართრამდენად ჰგავს მაშინდელი და დღევანდელიპერიოდი ერთმანეთს?

- ერთმანეთს იმით ჰგავს, რომ არის ორი ხელისუფალი, რომლებმაც თავისი ვადა ამოწურეს და წასვლა არ უნდათ. ასე იყო შევარდნაძე, ასე არის სააკაშვილი. და იმას, რომ სააკაშვილი ახალგაზრდაა და შევარდნაძე მოხუცი იყო, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ, რომ სააკაშვილმა 2013 წელს თავისი ვადა ამოწურა.

სხვათა შორის, ახლანდელი კანონმდებლობით, ეს ამოწურვა მოხდება 2013 წლის ოქტომბერში, ხოლო სინამდვილეში სააკაშვილმა ნოემბერ-იანვარში უნდა დაასრულოს თავისი უფლებამოსილება. ასეა თუ ისე, მას არ უნდა წასვლა, ეს ისედაც ნათელია და ამიტომ არის ასეთი მღელვარება მთელ მსოფლიოში და აშშ-შიც. ყველა უნდა წავიდეს, როცა დაამთავრებს მოღვაწეობას. ამიტომ იყო, რომ აშშ-ში, იმ გაზეთში, რომელსაც აკონტროლებს „დემოკრატიული“, ანუ მმართველი პარტია, გამოქვეყნდა სტატია, „ვინ იქნება სააკაშვილი, პუტინი თუ ვაშინგტონი“. ყველამ იცის, რომ სააკაშვილი ვაშინგტონს ჰგავს მარტო ერთი ნიშნით, არის მაღალი. ჯორჯ ვაშინგტონი მაღალი იყო, დანარჩენი ნიშნებით სააკაშვილი გაცილებით უფრო ხშირად იმეორებს პუტინს, ვიდრე ისტორიულ ჯორჯ ვაშინგტონს.

ამიტომ არავის ეჭვი არ ეპარება, რა უნდა ბატონ სააკაშვილს. ეს უკვე გასაგებია მთელი მსოფლიოსთვის. რა უნდა მსოფლიოს, ესეც გასაგებია. მსოფლიოს და საქართველოს მოსახლეობას საქართველოს დემოკრატიას სჭირდება, რომ  ვინც დაამთავრა თავისი ვადა, ის უნდა წავიდეს სახლში.

ასევე საინტერესოა ნორლანდის პოზიციაროდესაც ის საუბრობს იმფინანსებზერასაც აშშხარჯავს საქართველოში დემოკრატიისხელშეწყობისათვისსაქართველოში დემოკრატიის განვითარებისათვისმილიონობით დოლარი იხარჯება და „ჩვენ ამ ფონდების ყურადღებიანიგამგებლები უნდა ვიყოთრათა დავრწმუნდეთრომ მოსალოდნელ შედეგსვიღებთ“. ფინანსები არის ზემოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტიდა აშშ- აქამდეც რომ გამოეჩინა ის ყურადღებარაზედაც ბატონი ნორლანდილაპარაკობსროგორ ფიქრობთსააკაშვილს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ხომარ ექნებოდაროგორც საკუთარი ხალხისასევე დასავლეთის მიმართ?

- ვიყოთ გულწრფელები ერთმანეთის მიმართ, შარშანდელ ოქტომბრამდე მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში სერიოზული მეტოქე არ ჰყავდა და აშშ პოეზიაზე ფიქრს, რომ რა კარგი იქნება სააკაშვილი ვინმემ რომ შეცვალოსო, ვერ დაიწყებდა. ის არის რეალისტური ქვეყანა, რეალისტური საგარეო პოლიტიკით. ჩანდა, რომ სააკაშვილს არ ჰყავდა მეტოქე. ახლა სააკაშვილს ჰყავს ალტერნატივა. ასე, რომ საკითხი ჯერ ჩვენ უნდა გადაგვეწყვიტა და მერე სხვისთვის გვეთხოვა დახმარება. ყველაფერი სწორად მიმდინარეობს, ჩვენში გამოიძებნა სააკაშვილის ალტერნატივა. ამის შემდეგ აშშ-მ გაამკაცრა თავისი პოზიცია სააკაშვილის მიმართ. მანამდე უბრალოდ ისე, რომ შენ წადი და ვინც გინდა მოვიდესო, ასე მოქცევა აშშ-ს არ შეუძლია და არც ჩვენ არ შეგვიძლია.

მე მიმაჩნია, რომ ყველაფერი ძალიან ბუნებრივად და სწორად მიმდინარეობს. ყველაზე ადვილია, ჩვენს უბედურებებში ბრალი დავდოთ რომელიმე მოძმე ქვეყანას, მაგალითად, აშშ-ს. ან სულაც რუსეთს, სომხეთს ან აზერბაიჯანს, ყველას ჩვენს გარდა. მაგრამ ძირითადი დამნაშავე იმაში, რა დღეშიც აღმოვჩნდით, რომ საქართველოს მართავს უპასუხისმგებლო პრეზიდენტი, რომელსაც აქვს გარკვეული დასაყრდენი ჩვენს საზოგადოებაში, ამაში დამნაშავე ვართ ჩვენ, ქართველები.

აშშ ასევე აკეთებს მინიშნებასრომ საქართველოში ჩატარებული არჩევნებიიქნება ლაკმუსი იმისათვისრომ აშშ-  სერიოზული მხარდაჭერა გამოხატოსსაქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებითროგორ ფიქრობთრაუფრო მნიშვლელოვანია ამ ეტაპზე სააკაშვილისთვის  საკუთარი სკამი თუნატო?

- სააკაშვილისთვის არა მარტო ამ ეტაპზე, არამედ ყველა ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი არის მისი ყოფნა ხელისუფლებაში. ეს მე მგონი, ამ კაცმა კარგად გამოავლინა. მას არ ეწყინება, რომ საქართველო მისი ხელმძღვანელობით ნატოშიც აღმოჩნდეს, მაგრამ ჯერ მისთვის მნიშვნელოვანია მისი სკამი და მისი როლი ისტორიაში.

საქართველო მისთვის არის ქვეყანა, რომელიც მან უნდა იხსნას, მან უნდა გადაარჩინოს. თუ ის პატრიოტია, აი, ამ ტიპის პატრიოტია. ჩვენ გვჭირდება საქართველო სააკაშვილის გარეშე რომ კარგად იყოს ქვეყანა 5 წლის მერეც და 100 წლის მერეც, როცა სააკაშვილების პოლიტიკური ხსენება არ იქნება.

სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს თუ გავითვალისწინებთ,რამდენად მოსალოდნელიარომ ის გაიზიარებს დასავლეთის შენიშვნებს დათუ ეს ასე არ მოხდებარას შეიძლებაველოდეთ?

- აშშ დემოკრატიის პრინციპების დაცვის დროს შეიძლება იყოს ძალიან თანმიმდევრული. მეტი მე არაფრის თქმა არ შემიძლია. დანარჩენი ჩვენი გასაკეთებელია, მაგრამ პატარა ქვეყანაა საქართველო, დიდი ქვეყანაა ამერიკა, მაგრამ ის არ გვეუბნება ჩვენ, რომ მის ჭკუაზე ვიაროთ. აშშ გვეუბნება, გაეროში რომ შევედით, ვალდებულებები გვაქვს დემოკრატიასთან და ის უნდა დავიცვათ. მე ამას აშშ-ს მხრიდან ექპანსიად არ განვიხილავ, თუ გვეტყვიან და გადადგამენ ნაბიჯებს, რომ დავიცვათ ის პრინციპები, რა პრინციპების ერთგულებაც გვაქვს ვალდებულებად. აშშ-ს აქვს ამისი მექანიზმები. საქართველოს მოქალაქეებსაც აღმოგვაჩნდება მექანიზმები, რომ დავიცვათ დემოკრატია ჩვენს ქვეყანაში.