რუსეთთან ჩვენი პრაგმატული დამოკიდებულება რისკების შემცირების საშუალებაა, რათა ჩვენს პროდასავლურ ვექტორს არაფერი დაემუქროს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
კვირიკაშვილის თქმით, აბაშიძე-კარასინის დიალოგიც სწორედ რისკების შემცირებას ემსახურება. "ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია როგორც ევროკავშირთან სრული ინტეგრაციის მიღწევა, ისე ნატოს წევრობა. ამისთვის ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა შემცირდეს ის რისკები, რომლებიც ამ გზაზე არსებობს. რუსეთთან ჩვენი პრაგმატული დამოკიდებულება, უპირველეს ყოვლისა, არის რისკების შემცირების საშუალება იმისათვის, რომ ჩვენს საგარეო, პროდასავლურ ვექტორს არაფერი დაემუქროს. აბაშიძე-კარასინის დიალოგი ემსახურება სწორედ იმას, რომ ამ რისკებმა არ მაიღწიოს იმ დონეს, რომელიც შესაძლებელია გახდეს რისკი საქართველოს პროდასავლური ვექტორისათვის", - განაცხადა კვირკაშვილმა.