გიორგი კვირიკაშვილი - საგარეო კუთხით რისკები შემცირებულია

გიორგი კვირიკაშვილი - საგარეო კუთხით რისკები შემცირებულია

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რუსეთთან პრაგმატული თანამშრომლობის პოლიტიკა გაგრძელდება. როგორც პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა გუშინ საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების მხრივ მნიშვნელოან როლს სავაჭრო ურთიერთობის დამყარებაც ასრულებს.
"რუსეთთან პრაგმატული თანამშრომლობის პოლიტიკა გაგრძელდება. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით ძალიან კარგი პროგრესი გვაქვს, რადგან საგარეო კუთხით რისკები შემცირებულია. ის სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც დღეს რუსეთთან გაგვაჩნია, მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამ ურთიერთობებში უმთავრეს საკითხად ისევ ჟენევის ფორმატი რჩება, თუმცა აბაშიძესა და კარასინს შორის ურთიერთობის ფორმატიც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე.